ვიქნები ყველა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჩემი მიმართულებითაა – თეონა აქუბარდია

როგორ იმუშავებენ ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად ქართველი კანონმდებლები? ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფებში აქტიურად ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ნაწილი კი, გამოცდილებიდან გამომდინარე, ამტკიცებს, რომ მსგავსი ჯგუფების შექმნას უშედეგოა.
თავის მხრივ, მმართველი გუნდი მზად არის ევროკომისიის მორიგი რეკომენდაციების განხორციელებისთვის ყველაფერი გააკეთოს და მოუწოდებს ოპოზიციას, პროცესს ხელს ნუ შეუშლიან.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ცვლილებებისთვის საჭიროა “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება.
“ვიქნები ყველა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჩემი მიმართულებითაა. ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს,” – აცხადებს აქუბარდია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფები არაეფექტურია.
“ამ ერთმა წელმა აჩვენა, რომ სამუშაო ჯგუფები არაეფექტურია. არსებობს საკომიტეტო ფორმატი, არსებობს საპარლამენტო ფორმატი და შეგვიძლია, აქ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან,” – აცხადებს მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება