შვეიცარიის მთავრობამ ადამიანის უფლებები დაარღვია – სტრასბურგის გადაწყვეტილება

ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესმა სასამართლომ, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მდებარეობს, 9 აპრილს დაადგინა, რომ შვეიცარიის მთავრობამ დაარღვია საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებები იმით, რომ არ გააკეთა საკმარისი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავდა 2 000-ზე მეტი ხანდაზმული შვეიცარიელი ქალის მიერ შეტანილ საჩივარს, ორგანიზაციიდან – გარემოს დამცველი ხანდაზმული ქალები (KlimaSeniorinnen). ისინი ამტკიცებენ, რომ შვეიცარიის მთავრობის უმოქმედობამ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, მათი სიცოცხლე, სიცხის შტორმების შემოტევების დროს, მეტი რისკის ქვეშ დააყენა. მოსამართლეთა დღევანდელ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დიდი რეზონანსი ექნება არამარტო ევროპაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
მსგავსი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საქმის მომჩივანთა სასარგებლოდ გადაწყვეტა ჯერჯერობით უპრეცედენტოა. სასამართლომ უარყო კლიმატთან დაკავშირებული ორი მსგავსი საქმე. ესენია: პორტუგალიის 6 ახალგაზრდის მიერ შეტანილი საჩივარი ევროპის 32 ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ და მეორე – საფრანგეთის სანაპირო ქალაქის ყოფილი მერის საჩივარი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა