გაეროს ატომური სააგენტოს საბჭო, ზაპორიჟიიის ატომური სადგურის შესახებ, საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს ატომური სააგენტოს, 35 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საბჭო, საგანგებო სხდომას ჩაატარებს, ზაპორიჟიის ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარების თაობაზე.
ზაპორიჟიის ატომურ სადგურთან განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, დრონი სადგურის ერთ-ერთ რეაქტორს შეეჯახა. თუმცა, საერთაშორისო ატომურ სააგენტოში ამბობენ, რომ სადგურის უსაფრთხოება ამ დროისთვის დაცულია.
და ერთმანეთს მუდმივად ადანაშაულებენ ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე თავდასხმაში, მაგრამ ორივე მხარე უარყოფს ბრალდებებს.
რუსეთის ელჩმა გაეროს საერთაშორისო ატომურ სააგენტოში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ მოიწვია საბჭოს საგანგებო სხდომა „უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო თავდასხმებთან და პროვოკაციებთან დაკავშირებით ზაპორიჟიის ატომური სადგურის წინააღმდეგ“.
შეხვედრის თარიღი ჯერ ცნობილი არაა. სააგენტოს ნებისმიერ წევრს, მათ შორის, რუსეთსაც, უფლება აქვთ სხდომა მოიწვიონ. საბჭო ატომური სააგენტოს უმაღლესი გადამწყვეტი ორგანოა.
დიდი ალბათობით, რუსეთი უკრაინას ბრალს დასდებს თავდასხმაში, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირონ. გასულ თვეს საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს რუსეთს დატოვოს ატომური სადგურის ტერიტორია.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს