მოზამბიკის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა – მიზეზები

მოზამბიკის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
გადაკეთებულ სათევზაო ნავს, რომელშიც დაახლოებით 130 ადამიანი იმყოფებოდა, პრობლემები შეექმნა, როდესაც ის კუნძულამდე მისვლას ცდილობდა ნამპულას პროვინციაში.
„იმის გამო, რომ ნავი გადატვირთული და მგზავრების გადასაყვანად შეუფერებელი იყო, ის ჩაიძირა. 96 ადამიანი დაიღუპა“, – თქვა ნამპულას სახელმწიფო მდივანმა ჯეიმე ნეტომ და დასძინა, რომ მსხვერპლთა შორის ბევრი ბავშვია.
ნეტოს თქმით, მგზავრების უმეტესობა ცდილობდა მატერიკიდან გაქცევას ქოლერის შესახებ დეზინფორმაციით გამოწვეული პანიკის გამო.
მაშველებმა 11 გადარჩენილი იპოვეს და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის მთავრობის მონაცემებით, ოქტომბრიდან ქვეყანაში ქოლერის თითქმის 15,000 შემთხვევა დაფიქსირდა. დაფიქსირდა ქოლერით გარდაცვალების 32 შემთხვევა.
ნამპულა ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია. სამხრეთ აფრიკაში ქოლერის დაფიქსირებული შემთხვევების მესამედი სწორედ მასზე მოდის.

ასევე დაგაინტერესებთ