ისრაელის ელჩი – უაღრესად ვაფასებთ ქართველი ხალხის მიერ 9 აპრილს გამოვლენილ სიმამაცესა და სიმტკიცეს

უაღრესად ვაფასებთ ქართველი ხალხის მიერ 9 აპრილს გამოვლენილ სიმამაცესა და სიმტკიცეს. თქვენ აჩვენეთ გამძლეობისა და თავისუფლებისადმი ურყევი სწრაფვის ნამდვილი არსი, – ასე ეხმაურება საქართველოში ს ელჩი ჰადას მეიცადი 9 აპრილის ტრაგედიის 35-ე წლისთავს.
მისი თქმით, თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცილდება საზღვრებს.
„აშკარაა, რომ თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცილდება საზღვრებს. მისი უზრუნველყოფის სურვილი არის სახელმძღვანელო პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ