პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – 2025 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე – ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება