2024 წლის მარტი ზედიზედ მეათე ყველაზე ცხელი მარტის თვე იყო – კლიმატის ცვლილების ევროპული ორგანიზაცია

2024 წლის მარტი მსოფლიოში ზედიზედ მეათე ყველაზე ცხელი მარტის თვე იყო. ინფორმაციას გამოცემა Copernicus-ი კლიმატის ცვლილების ევროპულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
2024 წლის მარტი გლობალურად უფრო თბილი იყო, ვიდრე ნებისმიერი წინა წლების მარტი. დედამიწის ზედაპირის ჰაერის საშუალო ტემპერატურა 14°C იყო და ის 0,73°C -ით აღემატება 1991-2020 მარტის საშუალო მაჩვენებელს და 0,10°C – 2016 წლის მარტში დაფიქსირებულ წინა მაღალ დონეს.
ამასთან, მათი მონაცემებით, გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში (2023 წლის აპრილი – 2024 წლის მარტი) ყველაზე რეკორდულად მაღალია და 0,70°C-ით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე და 1,58°C-ით მეტი 1850-1900 წლების მაჩვენებელზე.
2024 წლის მარტის საშუალო ევროპული ტემპერატურა 2.12°C-ით აღემატებოდა 1991-2020 წლების მარტის საშუალო მაჩვენებელს.
ევროპის გარეთ ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იყო აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკაში, გრენლანდიაში, აღმოსავლეთ რუსეთში, ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის ნაწილებში, აფრიკის ბევრ ნაწილში, სამხრეთ ავსტრალიაში და ანტარქტიდის ნაწილებში.

ასევე დაგაინტერესებთ