ეს კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს – მილერი

აშშ-ს საგარეო უწყების, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით:
“ჩვენი პოლიტიკა არის ის, რაც ცხადად გამოვხატეთ ჩვენს განცხადებაში, რომ ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ, თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ის ავნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ, ის საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან და გვაშფოთებს, რომ კანონი შეზღუდავს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე წვდომისთვის. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ მიუღიათ, ამიტომ შესაძლო შედეგებისა და ჩვენ მიერ შესაძლო ნაბიჯების განხილვა დღეს ნამდვილად არ მსურს… ამჟამად, ცხადად ვამბობთ, რომ გვაშფოთებს ეს კანონპროექტი, თუ ის წინ წაიწევს, რა შეიძლება გავაკეთოთ, დღეს გამოსაცხადებელი არაფერი მაქვს.”
მეთიუ მილერმა ქართული ოცნების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის დაბრუნება აქამდე რამდენჯერმე უკვე გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებდა. -ს საელჩომ თბილისში გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობას ნათლად აუხსნეს საკუთარი შეშფოთებები. პირველად გაკეთებულ კომენტარში კი მილერმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს ეს კანონპროექტი ათასობით ქართველმა გააპროტესტა.

ასევე დაგაინტერესებთ