“ჩვენზე ბრაზს თავი დაანებეთ” – მდინარაძე ალტ–ინფოს

მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, ალტ–ინფოს და მის ლიდერებს მიმართავს და ამბობს:
“კონსერვატორულ მოძრობას”, “ალტ ინფოს” ვურჩევ, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად და თუკი ამას ვერ გააკეთებენ, მერე ჩვენზე ბრაზს თავი დაანებონ. ახერხებენ ნაცმოძრაობაც კი, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად და დიდი სიამოვნებით, ჩემთვის იქნებოდა ერთ-ერთი კარგი დღე, თუ რაიმე შეცდომა ექნებოდათ დოკუმენტებში, პირადაპირ ვამბობ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ეს იქნებოდა ლეგიტიმური და კანონიერი საფუძველი, რომ ისინი საერთოდ როგორც პარტია რეგისტრაციაში ვერ მოხვედილიყვნენ, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
„კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია 8 აპრილს გააუქმა. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, რაც საფუძვლად დაედო რეესტრის გადაწყვეტილებას.

ასევე დაგაინტერესებთ