საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ისრაელისთვის სანქციების დაწესება შეიძლება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით სთვის სანქციების დაწესება შეიძლება.
„გავლენის ბერკეტები უნდა არსებობდეს და მრავალი ბერკეტი არსებობს, მათ შორის სანქციები, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ საკონტროლო პუნქტები გადაკვეთოს.
საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირს შესთავაზა, რომ იმ ისრაელელი ახალმოსახლეების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლეთ ნაპირზე ძალადობრივ აქტებს სჩადიან, სანქციები დაეწესებინა. საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გახსნისთვის, ჩვენს ძალისხმევას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ