ბოლო 13 წლის მანძილზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობა 86.9%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 13 წლის მანძილზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობა 86.9%-ით გაიზარდა.
2011-2012 სასწავლო წლებში სტუდენტთა რიცხოვნობა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 95 110-ს აღწევდა (53 079 ქალი; 42 031 კაცი).
2023-2024 სასწავლო წლებში კი სტუდენტთა რიცხოვნობამ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 177 791-ს მიაღწია (91 012 ქალი; 86 779 კაცი).
ყოველწლიურად, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალია.
2023-2024 სასწავლო წელს, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის მიმართულებაზე 66 515 სტუდენტია რეგისტრირებული; მეორე პოზიციას ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა იკავებს, სადაც 42 197 სტუდენტია რეგისტრირებული.
მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები სტუდენტი ირიცხება, საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგებია. ამ მიმართულებაზე 2023-2024 სასწავლო წელს 3 425 სტუდენტია რეგისტირებული.
მონაცემები პროგრამების მიხედვით, მოცემილია ფოტოს სახით: