Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილისთვის $743 მლნ კომპენსაციის გადახდას ასაჩივრებს

შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალი მილიარდერ და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ სთვის 743 მილიონი დოლარის გადახდას აპროტესტებს.
2023 წლის მაისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს 926 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებისთვის უჩივლა. თუმცა, თანხა უკვე განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით, 79,4 მილიონი დოლარით შემცირდა.
მილიარდერმა ბანკის მენეჯერის პატრის ლეკადრონის უკანონო ქმედებების გამო შვეიცარიულ ბანკში დაბანდებული თანხის ნაწილი დაკარგა. მან კლიენტების, მათ შორის ქართველი ბიზნესმენის, ანგარიშებიდან ფული ფარულად მოხსნა.
ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს მისი თანამშრომლის ქმედებების გამო 2015 წელს უჩივლა. მილიარდერის ადვოკატებმა დაადანაშაულეს ბანკი იმაში, რომ მან ლეკადრონს კლიენტების ანგარიშებზე წვდომაში ხელი ვერ შეუშალა.
2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ კონსულტანტი დამნაშავედ ცნო ბანკის კლიენტების ფინანსური დოკუმენტებისა და ხელმოწერების გაყალბებაში. იგი გაასამართლეს, თუმცა 2019 წელს გაათავისუფლეს. ერთი წლის შემდეგ მან თავი მოიკლა.
სინგაპურის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის ადგილობრივმა ფილიალმა დაარღვია ვალდებულებები ივანიშვილის წინაშე, რადგან ვერ უზრუნველყო მისი ფულის უსაფრთხოება. Credit Suisse-მა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ამჟამად Credit Suisse Trust-ის იურისტები კომპენსაციის ოდენობის შემცირებას ითხოვენ.