უკრაინის დაზვერვა ავრცელებს ცნობას, რომ კალინინგრადში რუსული რაკეტმზიდი დაიწვა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ცნობით, ს კალინინგრადის ოლქში, რომელიც ძირითად ტერიტორიას მოწყვეტილია და ბალტიის ზღვის ნაპირზე იმყოფება, ქალაქ ბალტიისკში დაიწვა მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ფლოტის რაკეტმზიდი.
საუბარია პროექტი 21631 Буян-М-ის კლასის რაკეტმზიდ სერპუხოვზე. ГУР-ის ცნობით, ხომალდზე გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგადაც მწყობრიდან სრულად გამოვიდა მისი საკომუნიკაციო სისტემები და ავტომატიზაცია. უკრაინის დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ ხომალდის შეკეთებას დიდი დრო დასჭირდება.
ეს რაკეტმზიდი ს ფლოტმა 2015 წელს მიიღო.
განცხადებაში პირდაპირ არაა ნათქვამი, იყო თუ არა ეს უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაცია, თუმცა წერია: “გაგრძელება იქნება”.
აქამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ კალინინგრადში რაკეტმზიდ სერპუხოვს ხანძარი გაუჩნდა.