რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – ნატო უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის საფრთხეს აცნობიერებს

რუსეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ ში ჯარების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ში საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი პოლიშჩუკმა განაცხადა.
„თუ უკრაინაში დასავლური ჯარები გამოჩნდება, ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების რისკი რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენ არ გვინდა ასეთი განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი საბოლოოდ გაიმარჯვებს დასავლეთში“, – აღნიშნა ალექსეი პოლიშჩუკმა.
მისივე თქმით, ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობის მიუხედავად გამოიყენონ ალიანსი რუსეთთან დაპირისპირების ინსტრუმენტად, მისი ხელმძღვანელობის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, „აცნობიერებს უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის პოტენციურ საფრთხეს და ცდილობს დისტანციის შენარჩუნებას“.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ