ევროპის სახელმწიფოებმა ჩრდილოეთ ზღვის ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ბრიტანეთმა და ევროპის სხვა დიდმა ქვეყნებმა, რომლებსაც საზღვაო საზღვრები აქვთ ჩრდილოეთ ზღვაზე, ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად, მათ შორის ს შესაძლო თავდასხმებისგან, ერთობლივი მუშაობის შესახებ.
ექვსმა ქვეყანამ – ბელგიამ, ბრიტანეთმა, მ, გერმანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა – ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მათ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას მისცემს.
წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების საფრთხეების დაცვაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყურადღება მას შემდეგ გაამახვილეს, რაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე 2022 წლის სექტემბერში აფეთქებები მოხდა. აღნიშნული მილსადენები რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით გაზის გადასაზიდად შეიქმნა.
2023 წლის მაისში ნატო-მ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა წყალქვეშა კაბელების დივერსია მოახდინოს, რათა დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერისთვის დასაჯოს. ამასთან, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ გლობალური უსაფრთხოების რისკები კიდევ უფრო გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ