რუსებმა პოლტავაში საოჯახო საერთო საცხოვრებელს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა პოლტავის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
„სამწუხაროდ, საცხოვრებელსახლზე მტრის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შენობის სახურავი ნაწილობრივ დაინგრა და ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა რამდენიმე მეზობელი სახლი“, – განაცხადა პოლტავას საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ფილიპ პრონინმა.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია საოჯახო საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ