საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის

რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
„რუს ოფიციალურ პირებთან დისკუსიები ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება სიცრუეს წარმოადგენს“, – განაცხადა სტეფან სეჟურნემ.
სეჟურნემ აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიალოგის განახლების მიზნით საჭიროა, რომ პირველ რიგში ნდობა აღდგეს.
„ალბათ, პირველ რიგში საჭიროა ნდობის დამყარება და უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში სამხედრო ფრონტზე მოვლენების განვითარების დანახვა, რათა ურთიერთობები აღდგეს. ეს ჯერ ასე არ არის“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას