ისრაელი ღაზაში რაფაჰზე შეტევისთვის ემზადება

ისრაელის ლიდერები 8 აპრილს ამზადებდნენ სამხედრო ოპერაციებს ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაჰაფისთვის, რომელსაც თავს აფარებს ღაზაში მცხოვრებ პალესტინელთა უმრავლესობა, ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის ფონზე.
პარალელურად, კაიროში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებიდან ეგვიპტის საინფორმაციო სააგენტო Al-Qahera “მნიშვნელოვან პროგრესზე” იუწყება, მოლაპარაკებები მომავალ დღეებშიც უნდა გაგრძელდეს. ისრაელმა და “ჰამასმა” ეგვიპტეში კვირას გაგზავნეს დელეგაციები, მანამდე, შაბათს, იქ ჩავიდა -ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი, უილიამ ბერნსი.
ისრაელზე ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა ომის დასასრულებლად. ს მთავარმა მოკავშირემ, აშშ-მა გასულ კვირაში მოითხოვა საზავო და მძევალთა გათავისუფლების შეთანხმებების მიღწევა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის გაძლიერების ფონზე. ისრაელმა 7 აპრილს ღაზის სექტორის სამხრეთიდან სამხედროთა ნაწილი გაიყვანა.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული “ჰამასის” მხრიდან ისრაელზე თავდასხმამ 7 ოქტომბერს, რასაც, ისრაელის განცხადებით, შეეწირა 1200 ადამიანი, მძევლად წაიყვანეს 253 პირი.
ისრაელის მხრიდან ღაზაში საპასუხო ომს ემსხვერპლა 33 100-ზე მეტი პალესტინელი, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით.

ასევე დაგაინტერესებთ