მედია: ვინ არის სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი პოლკოვნიკი და რატომ ეჭვობენ, რომ შესაძლოა აფეთქება მოეწყოთ?

გუ­შინ ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე, მა­ღა­ზია “ბეთლგრა­უნ­დის” სას­რო­ლეთ­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც ად­გილ­ზე ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო კი­დევ ერთი ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ. გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთი, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან ორი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია. დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გუგა ქა­ში­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სას­რო­ლეთ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი სამი პი­რი­დან, ერთი კვლავ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მისი თქმით, პა­ცი­ენტს სხე­უ­ლი­სა და სა­სუნ­თქი გზე­ბის 20%-იანი დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ორ პა­ცი­ენტს, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

“რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 1 პა­ცი­ენ­ტია, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა. სხე­უ­ლი­სა და სა­სუნ­თქი გზე­ბის 20%-იანი დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ორი პა­ცი­ენ­ტი ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა“, – აღ­ნიშ­ნა ქა­ში­ბა­ძემ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­სა და კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი იური ლო­მი­ძეა, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით “ბეთლგრა­უნ­დის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

ambebi.ge გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნანტ გოგი თა­თუ­ხაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ლო­მი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა.

“იური იყო 2008 წლის გმი­რი, ყვე­ლა ომში და ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მძი­მედ და­იჭ­რა რუ­სებ­თან ბრძო­ლა­ში, ოღონდ, მა­გა­რი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა “ვი­თომ სამ­შვი­დო­ბო­ებ­თან“. იური პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, ყვე­ლა საქ­მე იცო­და…

10 წელ­ზე მე­ტია, რაც ეს სას­რო­ლე­თი გა­იხ­სნა, იქ და­დი­ან, ფულს იხ­დი­ან და ის­ვრი­ან. იური სას­რო­ლეთ­ში და­რაჯ-ინ­სტრუქ­ტო­რად მუ­შა­ობ­და. 2008 წლის ომის შემ­დეგ, ის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, შავ­ნა­ბა­და­ზე იყო, მერე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რომ მო­ვი­და -ს მი­ნის­ტრად, ლო­მი­ძე და­აქ­ვე­ი­თეს და კრწა­ნის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ინ­სტრუქ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მერე სა­ერ­თოდ გა­უშ­ვეს უწყე­ბი­დან. ეს კაცი იყო ნაღ­დი პატ­რი­ო­ტი, მე­ო­მა­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ოჯა­ხი ხომ უნდა შე­ე­ნა­ხა და სას­რო­ლეთ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. იუ­რიმ რო­გორც კი კარი გა­ა­ღო და სი­ნათ­ლე აან­თო, ეგ­რე­ვე აფეთ­ქე­ბა მოხ­და. ეს რა­ღაც მი­ზან­მი­მარ­თულ აფეთ­ქე­ბას ჰგავს და აი, რა­ტომ: როცა გაზი ფეთ­ქდე­ბა, თეთ­რი კვამ­ლია, აქ კი შავი იყო. ტყვია-წა­მა­ლიც უცებ არა, თან­და­თან ფეთ­ქდე­ბა. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტე­რაქ­ტი… მაგ. ჩა­დე­ბუ­ლი ნაღ­მი რომ გა­ნაღ­მო, მე­ო­რე ნაღ­მი უნდა გა­მო­ი­ყე­ნო, იმ ნაღმს რომ და­არ­ტყას. ვფიქ­რობ, ზუს­ტად ასე­თი ნაღ­მია აფეთ­ქე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყო ტყვია-წა­მალ­ზე.

გა­ზის აფეთ­ქე­ბის დროს ყვე­ლა მხა­რე თით­ქმის ერ­თნა­ი­რად ზი­ან­დე­ბა და როცა ნაღ­მია, რა­ზე­ცაა ის მი­მარ­თუ­ლი, ის ად­გი­ლი ფეთ­ქდე­ბა, ასეც მოხ­და. ვვა­რა­უ­დობ, რომ აფეთ­ქე­ბა გათ­ვლი­ლი იყო იმა­ზე, ვინც იქ შუქს აან­თებ­და და პირ­ვე­ლი შე­ვი­დო­და. კარს იური აღებ­და და ის ან­თებ­და შუქს. ქარ­თველ ოფი­ცერ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოს­კო­ვი­დან მო­ვი­და შეკ­ვე­თა, თან­და­თან იძი­ეს შური ამ ბი­ჭებ­ზე… რა მოხ­და, ზუს­ტად ვერ ვი­ტყვი, ახლა მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბის დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ფაქ­ტია, გა­ზის მილი არაა. სვა­ნეთ­ში რომ იყო აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია, მათ სახ­ლში 2,5-3 სა­ა­თი ვერ შევ­დი­ო­დით, იმ­დე­ნი ტყვია-წა­მა­ლი იყო, რო­მე­ლიც ნელ-ნელა ფეთ­ქდე­ბო­და, სახ­ლთან ახ­ლოს ვერ მივ­დი­ო­დით. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან (სას­რო­ლე­თი) ფო­ტო­მა­სა­ლა რომ მქონ­დეს, უფრო ზუსტ შე­ფა­სე­ბას მივ­ცემ­დი, რა არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ახლა იქ არ ვიმ­ყო­ფე­ბი და ზუს­ტად რა მოხ­და, ამის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა“.

ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­რო­ლეთ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გვი­ან ღა­მემ­დე გრძელ­დე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ერ­თად ად­გილ­ზე სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ისი­ნი ახლა მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნას ცდი­ლო­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აფეთ­ქე­ბის ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს, თუმ­ცა ძი­ე­ბა ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ambebi.ge შსს-ს და­უ­კავ­შირ­და და შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. რო­გორც შსს-ში გვი­თხრეს, გა­მო­ძი­ე­ბა 240-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს და აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზებ­საც გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი