ეს არის პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდა ადამიანის დევნა. ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც არჩევნების სახით აქვს და გაათავისუფლოს ლაზარე ციხიდან, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩვენი ქვეყანა!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, 5-6 თვეში საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა „გაათავისუფლოს ჩვენი ქვეყანა იმ მიდგომებისგან და იმ დამოკიდებულებებისგან, რომელიც აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ყველას უნდა ეშინოდეს, ყველას დაგაპატიმრებთ, ყველას დაგიჭერთ, ვისაც გინდათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, ვისაც გინდათ ევროპული მომავალი, ყველა ამ ადამიანს ჩვენ გაგისწორდებით.
შესაბამისად, ცხადია, ეს არის პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდა ადამიანის დევნა და უმნიშვნელოვანესია, რომ ძალიან მალე, სულ რაღაც 5-6 თვეში საქართველოს მოქალაქეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს მიდგომები შეცვალოს.მათ შორის გაათავისუფლოს ახალგაზრდა ადამიანი ციხიდან, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გაათავისუფლოს ჩვენი ქვეყანა იმ მიდგომებისგან და იმ დამოკიდებულებებისგან, რომელიც აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას!“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.