ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით

ვილნიუსში ს საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით, იტყობინება Delfi ლიეტუვის პოლიციაზე დაყრდნობით.
თავდასხმები უკვე ზედიზედ მეორე ღამე ხდება. თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობის კედელი. ვინ განახორციელა ისინი, უცნობია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის რამდენიმე საელჩოს დაესხნენ თავს სხვადასხვა ქვეყანაში. ტალინში დიპლომატიურ წარმომადგენლობას კვერცხები დაუშინეს. ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მას ცეცხლი მოედო.
კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ორჯერ დაესხნენ თავს: 2022 წლის ოქტომბერში მას პეტარდები ესროლეს და ღობეზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, 2023 წლის აგვისტოში კი წარმომადგენლობის ჭიშკარი ავტომობილმა გაანგრია.

ასევე დაგაინტერესებთ