Il Mattino: “ნაპოლიმ” “ბარსას” კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლის” გარემარბის ს გადაბირებას გეგმავდა.
Il Mattino-ს ცნობით, “პარტენოპეის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა “ბლაუგრანას” წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელია და ქართველის შენარჩუნებას მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.
გამოცემის მტკიცებით, “ბარსას” ლობოტკას ყიდვაც სურდა, თუმცა “ნაპოლის” პრეზიდენტმა სლოვაკის გაყიდვაც გამორიცხა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება, თუმცა წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, ქართველი სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლისთან” ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.