SBC Summit Tbilisi 2024 მასშტაბურად ბრუნდება

SBC Summit Tbilisi 25-26 ივნისს, SBC-ისა და SMH Global-ის ორგანიზებით, სასტუმრო ,,შერატონ გრანდ მეტეხი პალასში’’ ჩატარდება. ღონისძიების წარმდგენი პარტნიორი EGT Georgia არის.
სამიტის მიზანია, კავშირების გაძლიერება და ცოდნის გაზიარება, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის, ცვალებადი დინამიკის მქონე iGaming-ის ინდუსტრიაში.
საქართველოს ბაზარზე ლიდერობასთან ერთად, EGT ასევე არის ბულგარეთის სათამაშო ასოციაციის (BGA) წევრი და ფლობს სხვადასხვა ლიცენზიას, მათ შორის ბერძნული სათამაშო კომისიის ლიცენზიას, რომელიც უფლებას აძლევს კომპანიას ბერძენ ოპერატორებს მიაწოდოს ,,გეიმინგ ქონთენთი.’’ ასევე ფლობს რუმინეთის აზარტული თამაშების ეროვნული ოფისის მიერ გაცემულ (ONJN) II კლასის ლიცენზიას.
SBC-ის დამფუძნებელი რასმუს სოიმარკი და SMH-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი, მოხარულნი არიან და მიესალმებიან ბაზრის ლიდერებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას:
რასმუს სოიმარკი: „EGT Georgia არის ბაზრის ლიდერი კომპანია ქვეყანაში. მათი ჩართულობა ადასტურებს, მათ ნდობაზე ჩვენს და იმ შესაძლებლობების მიმართ, რასაც იძლევა დაგეგმილი სამიტი. ანალოგიურად, ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც აისახება მათ წარმდგენ პარტნიორად მიღებაში, ასახავს ჩვენს ნდობას EGT Georgia-ს, როგორც ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის მიმართ.“