ირაკლი კუპრაძე – სიმბოლურია, რომ დღეს, 9 აპრილის წინა დღეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას

სიმბოლურია, რომ დღეს, 9 აპრილის წინა დღეს ს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც აფინანსებდა 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, გენერალ ლებედს, ახლა ცდილობს საქართველოში მიიღოს კანონი, რომელიც შეაჩერებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, მომავალს დაუკარგავს ქართველ ხალხს, ქვეყანას დააყენებს ზაციის შეუქცევად რელსებზე.
„ლელო“ ემსახურება საქართველოს და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. „ლელო“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ქართველის ხალხის რეალური ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ რუსეთია დღეს საქართველოს მტერი, ასე იყო 9 აპრილის ღამესაც. სწორედ მტრის ინტერესებს ემსახურება ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ასე იქნება ყოველთვის.
· ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დავაწესებთ სავიზო რეჟიმს რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში;
· ჩვენ დავიცავთ სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის;
· ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვას;
· ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსულ ნომრიანი ავტომანქანების შემოსვლას;
· ჩვენ ავკრძალავთ სახელმწიფო ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობას;
· ჩვენ დავუწესებთ „საოკუპაციო მოსაკრებელს“ რუსულ ბიზნესს, რომლითაც დავაფინანსებთ დევნილთა საჭიროებებს;
· ჩვენ დავაწესებთ აკრძალვას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე, არა რუსულ ფრენებს საქართველოში;
· ჩვენ ავკრძალავთ რუსულ მაუწყებლობას საქართველოში, შევზღუდავთ რუსული პროპაგანდის გავრცელებას;
· ჩვენ ავკრძალავთ რუსული ფონდების საქმიანობას საქართველოში”,- აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან