“ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის” – კასანომ ჰოლანზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავის ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა.
“რეალისა” და “რომას” ყოფილი ფორვარდის თქმით, ჰოლანმა საკუთარი თამაშის სტილი უნდა შეცვალოს.
“ის არის იბრაჰიმოვიჩი ადრიანოს სისწრაფით, თუმცა შვედი მასზე ტექნიკური იყო. მიუხედავად ყველაფრისა, განსხვავება ლევანდოვსკის, ბენზემასა და ჰოლანს შორის? ვეტერანებმა იციან, როგორ ითამაშონ ფეხბურთი, ნორვეგიელს კი ამის ცოდნა არ აქვს.
ხშირად გვინახავს, თუ როგორ უმკლავდებიან მეტოქე გუნდის ცენტრალური მცველები ერლინს, მან რაღაც უნდა შეცვალოს”, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ერლინმა “სიტის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 36 მატჩი
გამართა, თავი კი 30 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა.