ატომური ენერგიის სააგენტო: ზაპოროჟიეს ატომური რეაქტორის დამცავ გარსს საბრძოლო მასალა მოხვდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავ გარსს 3 საბრძოლო მასალა მოხვდა.
Today, for the first time since Nov 2022 & after I set out 5 basic principles to avoid a serious nuclear accident w/ radiological consequences,@IAEAorg’s #ISAMZ confirmed that at least 3 direct hits against ZNPP main reactor containment structures took place. This cannot happen.— Rafael MarianoGrossi (@rafaelmgrossi) April 7, 2024
“2022 წლის ნოემბრიდან პირველად და მას შემდეგ, რაც რადიოლოგიური შედეგების მქონე სერიოზული ატომური ავარიის თავიდან ასაცილებლად შემუშავებული 5 პრინციპი გამოვაქვეყნე, ISAMZ-მა (ზაპოროჟიეში IAEA-ს მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მისია) დაადასტურა, რომ რეაქტორის ძირითად დამცავ გარსს მინიმუმ 3 საბრძოლო მასალა მოხვდა. ეს არ უნდა ხდებოდეს”. – წერს გროსი.
გროსიმ ასევე აღნიშნა, რომ “ატომურ ობიექტებზე თავდასხმით ვერავინ მიიღებს სამხედრო ან პოლიტიკურ სარგებელს”.
“მე მტკიცედ მოვუწოდებ გადაწყვეტილების მიმღებ სამხედროებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელიც ატომური ობიექტების საბაზისო დაცვის პრინციპებს ეწინააღმდეგება”. – ამბობს გროსი.
გროსიმ და IAEA-მ არ დააზუსტეთ თუ ვინ მიიტანა იერიში ატომურ სადგურზე. 7 აპრილს რუსეთმა ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით იერიშში დაადანაშაულა. უკრაინული დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ ატომურ სადგურზე თავდასხმასთან უკრაინული მხარე კავშირში არ არის.