მედია – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, – ინფორმაციას ეგვიპტური გამოცემა Al Qahera News-ი ეგვიპტელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ გრძელდება მცდელობები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.
„კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდი თვალსაზრისების დაახლოების კუთხით დიდ პროგრესს განიცდის“, – ციტირებს Al Qahera News-ი წყაროს.
მისი მტკიცებით, მხარეებმა „ძირითად ღერძებზე“ შეთანხმებას მიაღწიეს.
წყაროს ინფორმაციით, კატარისა და „ჰამასის“ დელეგაციები დატოვებენ კაიროს და დაბრუნდებიან ორ დღეში, რათა საბოლოო პირობები შეათანხმონ. -ისა და ს დელეგაციები რამდენიმე საათში გაემგზავრებიან, თუმცა კონსულტაციები მომდევნო 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ