საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კვიპროსშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბელარუსის ნაკრები იქნება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში 6 აპრილს, ლიეტუვასთან თბილისში ჩატარებული მატჩის (2:2) შემდეგ გაემგზავრა. 7 აპრილს, ირის ანტმანის გუნდმა კვიპროსში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ბელარუსი – საქართველოს მატჩი 9 აპრილს, ახნასის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი),
სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი)
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ