“ივანიშვილმა მილიარდები მკვლელების ხროვაში იშოვა, მაშინ, როცა 100$-ად ნებისმიერს კისერს გამოჭრიდნენ” – მორგოშია

ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია:
📌❗ძალიან ბევრ წერილს ვიღებ საზოგადოებისგან, “რა ხდება?” კითხვით. ყველას ცხადია ვერ გაგცემთ პასუხს და ამიტომ, საჯაროდ ვეცდები გიპასუხოთ. იმედია, ტრაბახში არ ჩამომართმევთ, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ერთი წლის წინ დავწერე (და ეს წერილი დღემდე ინახება), რომ “ქართული ოცნება” მიიღებდა გეი-პროპაგანდის ამკრძალავ კანონს და “აგენტებზე კანონსაც” ხელახლა დააინიცირებდა. მაშინ ამაზე ხუმრობა დაიწყო ბევრმა, როგორც იმაზე, რომ სუს-ის განცხადებამდე 6-7 თვით ადრე ვსაუბრობდი, რომ მაიდანს ამზადებდნენ ულტრალიბერალური ძალები. როგორც შემდეგ ყველა დარწმუნდა, თურმე მართალი ვყოფილვარ.
ამის გარდა, 1 წელია ვიძახი, რომ ბ-ნ ბიძინას დაასანქცირებენ და რეალურად ეს ფაქტიც თავად მან დაადასტურა, 2023 წლის 27 დეკემბერს, “ოცნების” ყრილობაზე. იმასაც გავიხსენებ, რომ მთელს “ოცნებას”, 2017 წლიდან, რაც ალტ-ინფო დაფუძნდა, მე და ბიჭები იმას ვეუბნებოდით, რომ რაც არ უნდა კოჭი გაუგოროთ ევრო-ამერიკას, მაინც ჩაგრეცხავენ და ბოლოს, მათთან ღია დაპირისპირება მოგიწევთთქო. მაშინ გახსოვთ ალბათ, ლამის მთელი “ოცნება” ს აგენტებს გვეძახდა და ზუსტად 2017 წელს, პირდაპირ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ “ნატოში” მიგვაქანებენ.
მიუხედავად ამდენი ფაქტისა, მაინც არ დავიწყებ ახლა “ოცნების” კიდევ სხვა მინუსებზე საუბარს, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. , რომ უბრალო მილიარდერი არაა, ეს წესით ყველას უნდა გესმოდეთ. ანუ, მას არ მოუგონია რაღაც სტივ ჯობსის სტილში, ან ილონ მასკის მსგავსად. მან ეს დიდძალი კაპიტალი, 90-იანი წლების დასაწყისიდან იშოვა, მგლების და მკვლელების ხროვაში. ანუ მაშინ, როცა 100$-ად, ნებისმიერ ადამიანს, კისერს გამოჭრიდნენ. ამ ქარტეხილებში გამოვლილი ადამიანი, ცხადია სხვა “ბაგაჟის”, სხვა გაქანების იქნება, ხოლო მისი სანაცნობო და გავლენიანი ხალხის წრე, უკიდეგანოდ დიდი. სადაც მე ვიცოდი, რომ მას ასანქცირებდნენ, მას ეს ყველაზე ადრე ეცოდინებოდა და ამისთვის მოემზადებოდა. არ ვიცი რა ჭორებია აგორებული მის ბრაზილიის მიმართულებებეზე, მაგრამ ეგ მართალია თუ ტყული, მაგას ახლა არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. კრიპტოვალუტის ეპოქაში, ვერავინ ვერავის 0-ზე ვერ დატოვებს და ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს, როგორც გამოცდილ საქმოსანს, ამაზე დარწმუნებული ვარ უკვე დიდი ხნის ნაზრუნი აქვს! ანუ როცა უკვე მეტ-ნაკლებად თავისი კაპიტალი გადაარჩინა, არ დაელოდა მოვლენების საბოლოო ესკალაციას და ევროპელებს დაასწრო. რას ვგულისხმობ: როცა ნახა, რომ მის გაყინულ ფულად აქტივებზე, მიუხედავად სასამართლო დადგენილებებისა, მაინც არ მოუხსნეს შეზღუდვები, არ დაელოდა მის უკვე ოფიციალურად დასანქცირებას და “ოცნებას” დააინიცირებინა ის კანონები, რომლებიც ევროპელების, მათ ზრახვებს კიდევ უფრო დააჩქარებინებს და ქართველ საზოგადოებასაც ამას “ოცნება” მიჰყიდის, რომ აი ეროვნული კანონების მიღება დავიწყეთ, ის რაც თქვენ გინდოდათ, მაგრამ ევრო-ამერიკელებმა აი ეს დაგვმართესო! სხვა შემთხვევაში, მაგალითად ბ-ნ ბიძინას ოფიციალური დასანქცირების შემდეგ, ამ კანონების დაინიცირებას, დაბოლების ეფექტიც კი ვერ ექნებოდა. ანუ თქვენს კითხვებზე, თუ რა ხდება, აი ეს ხდება რეალურად. პოლიტიკურად “ოცნება” სწორად იქცევა. იმის გათვალისწინებით, თუ რა საშუალებები აქვს ახლა მას, ამჟამინდელ პოლიტიკურ მენიუში. ანუ, თუ დასანქცირების შემდეგ მიიღებდნენ ამ კანონებს, 100 დან 100 კაცი ეტყოდათ, რომ ეს კანონები იმიტომ მიიღეთ, რადგან დაგასანქცირეს, ამით გინდათ ახლა ქართველი ხალხის გულის მოგებაო. ამ მოცემულობაში კი ფიქრობენ, 80% იტყვის, რომ კანონების გამო დაასანქცირესო. რეალურად “ოცნების” მოლოდინები მცდარია იმ მიმართულებით, რომ ამ ყველაფერს 80% დაიჯერებს, რადგან ქართველი ხალხი ძალიან ბრძენია და ამ 35 წლიანმა ლიბერასტულმა სიგიჟეებმა, ქართველი ამომრჩეველი უფრო გამოცდილი გახადა. ამიტომ ამ ყველაფერს 80% ნაცვლად, მაქსიმუმ 5-10% თუ დაიჯერებს. მაგრამ ასეა თუ ისე, “ოცნება” ამ დაპირისპირებიდან მაინც მცირედით, მაგრამ ნაკლები (5-10% ით ნაკლები) დანაკარგით გამოვა. ცხადია რომ ამ ყველაფერს, ევროპა-ამერიკაშიც ხვდებიან და მათი ლოგიკური ნაბიჯი წესით უნდა იყოს ის, რომ ივანიშვილის დასანქცირებასთან ერთად, “კანდიდატის სტატუსსაც” უნდა დაემუქრონ და ამ შემთხვევაში, “ოცნებას” ძალიან მძიმედ დააზიანებენ. “კანდიდატის სტატუსზე” მუქარა კი რა შედეგს მოიტანს “ოცნებისთვის”, ეს დარწმუნებული ვარ “ოცნებაშიც” არ იციან, რადგან ამ ყველაფერს, ულტრალიბერალური ძალები ისე მიაწოდებენ პროდასავლურ ფლანგს, რომ აი მანდ მართლა ქუდზე კაცი გამოვა და მოლოტოვის კოქტეილები მონაგონი იქნება. კონსერვატიულ ფლანგზე კი ოცნების “ხმებზე თევზაობა”, ცალსახად უშედეგოდ დასრულდება და რამდენი სატელიტი პროოცნებისტური, ან ღიად პრორუსული პარტიაც არ უნდა “შემოაგდონ”, მათ საბოლოოდ სთვის მაინც ისევ “ოცნებიდან” ჩახსნიან და მონაწილეობას არ მიაღებინებენ, რადგან უკვე ნათელია, რომ ალტ-ინფოს მიმსგავსებული რიტორიკის პარტიები, ისევ ჩინურ ალტ-ინფოებად დარჩებიან. და ამ ვითომ პოლიტიკური ძალების უკან, ჯამში 100-200 ოჯახის წევრის გარდა, არც არავინ დგას. ეგ მოსკოვში და თბილისში შექმნილი პოლიტიკური ძალები, ხმებს ისევ “ოცნების” საშინაუროდან თუ წაიღებენ და ეგ “ოცნებას” არაფერში არ სჭირდება. ზუსტად ვიცი, არიან “ოცნებაში” ისეთი 2-3 ადამიანი, ვინც თვლა ძალიან კარგად იცის და ეგ გადაწყვეტილება, უკვე რამდენიმე დღეა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, “ჩოტკად” მიღებულია.
ვიცი ამ პოსტის შემდეგ ახალი კითხვების ტალღა წამოვა: “ჩვენ როგორ მოვიქცეთ რომ ვერ გაუქაჩოს “ოცნებამ?”, “ისინი რომ მობრუნდნენ?!” და ა.შ. ჩემი პასუხი ასეთია: ჩვენ სეირს კი არ უნდა ვუყუროთ, ან ამათ ომში, ეგრევე ვინმეს საშველად კი არ უნდა გამოვენთოთ, არამედ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენს ირგვლივ ყველა უნდა გავაერთიანოთ, მათ შორის პოტენციური “ოცნების” ამომრჩეველიც და ერთმანეთს ის კი არ უნდა წამოვაძახოთ, რომ “შენ გუშინ სალომეს მიეცი ხმა, იმიტომ რომ “ოცნებაში” დაგავალეს!”, ან “ქოცი ხარ!” და მსგავსი სიტყვები, არამედ საჭირო დროს, ან საარჩევნო ყუთთან (თუ საერთოდ მაქამდე მივედით), ან სხვა საჭირო ადგილას, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არა ვინმეს პირადი “ვლასტი”, ან “პალაჟენია”..

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან