რუსეთი ჩინურ იუანზე დამოკიდებულების საფრთხის წინაშეა – Business Insider

რუსეთის ცენტრალური ბანკი დასავლეთის სანქციების გაძლიერებას განიცდის. ს ეკონომიკა იმდენად იზოლირებულია, რომ რეზერვებისთვის, ჩინური იუანის გარდა რამდენიმე ვარიანტი აქვს, – ამის შესახებ Business Insider წერს.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკი აცხადებს, რომ საკუთარი რეზერვებისთვის შეზღუდულ შესაძლებლობები აქვს. ეს არ ეხება ჩინურ იუანის, რადგან რუსეთის მიმართ „არამეგობრული“ ქვეყნების სხვა ვალუტები იუანზე უფრო სტაბილური და ლიკვიდურია.
ბანკში არ აკონკრეტებენ, რომელ ვალუტაზე ან ქვეყნებზეა საუბარი. ფინანსურმა ინსტიტუტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავს ჩინური იუანის მთავარ როლს სარეზერვო აქტივების ფორმირებაში. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ იუანის, როგორც საერთაშორისო ვალუტის როლი და მისი ლიკვიდურობა საგრძნობლად გაიზარდა ბოლო წლებში.
საერთაშორისო მედია წერს, რომ იუანი დოლარის მზარდი კონკურენტი ხდება. ჟურნალისტების თქმით, რუსეთის მზარდი დამოკიდებულება იუანზე მიუთითებს იმაზე, რომ მისი ეკონომიკა სულ უფრო იზოლირებული ხდება საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსურ სისტემაში. გარდა ამისა, იუანი სულ უფრო მეტად ხდება აშშ დოლარის კონკურენტი.
2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა ჩინური იუანი ჩინეთთან ვაჭრობის ¾-სა და მესამე ქვეყნებთან ტრანზაქციების მეოთხედისთვის გამოიყენა. თუმცა, მოსკოვს სულ უფრო მეტად ემუქრება დასავლური სანქციები, განსაკუთრებით მეორადი სანქციები კომპანიების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ აწარმოებენ ბიზნესს რუსეთთან.
გამოცემის ავტორი დასძენს, რომ მოსკოვის დამოკიდებულება ჩინურ იუანზე რისკებთან არის დაკავშირებული. კომპანიები, რომლებიც იღებენ სესხს ჩინურ იუანში, გაზრდილი სესხის ხარჯები ემუქრებათ. 1-ელ მარტს მოკლევადიანი იუანის ობლიგაციების სესხის ხარჯები 15,7%-მდეც კი გაიზარდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი 4%-მდე დაეცა.