ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მაიამიში ამერიკის საფეხბურთო ლიგის სეზონის მატჩს დაესწრო, რომელშიც „ინტერ მაიამი“ „კოლორადო რაპიდსს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრაში გოლის გატანა ლიონელ მესიმ მოახერხა. მატჩის შემდეგ თოფურია მესისა და „ინტერ მაიამის“ სხვა ვარსკვლავებს – ლუის სუარესს, სერხიო ბუსკეტსსა და ხორდი ალბას შეხვდა.
ქართველმა ჩემპიონმა არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა:
„სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად. სამაგალითო ჩემთვის და მისაბაძი ადამიანი ყველასთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ