გაეროს სპეცმომხსენებლი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს “რუსული კანონის” შემობრუნების გამო

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მერი ლოლერი ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, კვლავ დააინიციიროს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” რუსული სტილის კანონი.
გაეროს სპეცმომხსენებლის განცხადებით, რომელიც 2023 წელს საქართველოში 9-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და მონიტორინგის ანგარიშიც დაწერა, ის ღრმადაა შეშფოთებული კანონპროექტის უკან შემობრუნებით. ლოლერის წერს, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში ვიზიტისას არწმუნებდნენ, რომ ამ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ.
ლოლერი აცხადებს, რომ მან უკვე გაუსვა ხაზი იმ ზიანს, რომელსაც ეს კანონპროექტი მოიტანს და გააგრძელებს მოვლენების განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიკა ფილფანი – დასახელებული შემთხვევების შემდეგ გახარია დააწინაურეს, გახდა პრემიერ-მინისტრი, ის იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, თუ დამნაშავე იყო, ექვსი წელი რატომ დასჭირდათ? – ეს არის ივანიშვილის ვენდეტა