Telegram-მა არხის მფლობელებისთვის მონეტიზაცია დაიწყო

Telegram-მა მონეტიზაციის სისტემა დანერგა. ახლა Telegram-ის არხების მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ შემოსავლის 50% იმ რეკლამებიდან, რომელიც მათ არხებზე გამოჩნდება.
Telegram-ის მომხმარებლები ყოველთვიურად 1 ტრილიონზე მეტ ნახვას აგროვებენ. მინიმუმ 1000 გამომწერის მქონე საჯარო არხის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ შემოსავლის 50% მათ არხებზე ნაჩვენები რეკლამიდან.
თანხის მიღება ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს კვირებში.
მონეტიზაციის პროგრამის ფუნქციონირებისთვის მესენჯერმა TON ბლოკჩეინზე დაფუძნებული სარეკლამო შეტყობინებები გამოუშვა, რომლის შეძენაც Toncoin-ის გამოყენებითაა შესაძლებელი. თუმცა, ისინი არ იქნება ხელმისაწვდომი ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებისთვის, მათ შორის – რუსეთში, ში, პალესტინასა და ისრაელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი