როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ “მონცასთან” მატჩში?

სერია A-ს 31-ე ტურში “ნაპოლი” “მონცას” ესტუმრა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.
სტუმართა შემტევმა მ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 61-ე წუთზე კი საგოლე პასი შეასრულა და ზელინსკის გაატანინა. “კვარამ” მოედანზე 68 წუთი გაატარა შემდეგ კი შეცვალეს.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.1 ქულა, Sofascore 7.3 ქულა, Whoscored 7.6 ქულა.
შეგახსენებთ, ფრანჩესკო კალცონას გუნდი ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩს 14 აპრილს, “ფროზინონეს” წინააღმდეგ გამართავს.
· შინი.GE
· მარაო