PepsiCo რუსეთში ჩიფსების ახალ ქარხანას ხსნის – Deutsche Welle

ამერიკულმა კომპანიამ PepsiCo-მ რუსეთში ხემსის. ე.წ. ქარხანა აამუშავა, რომელთა საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 60000 ტონაა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Deutsche Welle-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ნოვოსიბირსკის რეგიონის მწარმოებლები ქარხანას კარტოფილის სპეციალურ ჯიშებს აწვდიან, რომლებიც შესაფერისია ჩიფსის წარმოებისთვის.
ამ პროექტის დაწყება ჯერ კიდევ 2021 წელს იგეგმებოდა, რისთვისაც კომპანიამ 12 მლრდ რუბლზე მეტი დახარჯა.
უკრაინელი მედია წერს, რომ კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ PepsiCo ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში 2023 წლის სექტემბერში შეიყვანა. ბიზნესის შემცირებისა და პროდუქციის წარმოების შეწყვეტის დაპირების მიუხედავად, კომპანია აგრძელებს ოპერირებას რუსეთში და იხდის მნიშვნელოვან გადასახადებს აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტში.
2022 წლის მარტში PepsiCo-მ გამოაცხადა, რომ შეწყვეტდა რეკლამას და სასმელების წარმოებას რეგიონში ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე იყო აღნიშნული, თუმცა შემდეგ პრესრელიზი წაიშალა.
თუმცა, 2022 წლის აგვისტოში განახლდა 7Up და Mirinda სასმელების წარმოება Evervess-ისა და Frustyle-ის ბრენდებით.
ამრიგად, კომპანიის შემოსავალი 2022 წელს გაიზარდა $2,59 მლრდ-მდე. კერძოდ, წმინდა შემოსავალი 2021 წელთან შედარებით 333%-ით გაიზარდა და $525 მლნ შეადგინა. რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით $115 მლნ-ზე მეტი (ანუ 8,29 მლრდ რუბლი) გადაიხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი