კირილ ბუდანოვი – უკრაინა ელის, რომ რუსეთი გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში შეტევას გაააქტიურებს

უკრაინა მოელის, რომ გააძლიერებს შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში, პირველ რიგში დონეცკის მახლობლად, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი (რუსეთის შეიარაღებული ძალები) ცოტათი წინ მიიწევენ ჩასივ-იარისკენ. ისინი გადაადგილდებიან ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით, პოკროვსკის სტრატეგიული მიმართულებით“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
ამასთან, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოსალოდნელი შეტევის დაწყებამდე ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება.
„სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
ბუდანოვი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წელს შეტევა მაც განახორციელოს. თუმცა, მან ამ თემაზე უფრო დეტალურად არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ეკისრება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას სჭირდება დამატებითი საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!