ქუთაისში, გალაკტიონის კონცეფციით ახალი რესტორანი „გალა“ გაიხსნა

გალაკტიონის კონცეფციით შექმნილი რესტორანი „გალა“ ქუთაისში 22 მარტს გაიხსნა, რომელიც არის ავთენტური ქართული რესტორანი, სადაც ქართული სამზარეულო სრულყოფილადაა წარმოდგენილი.
„გალას“ კონცეფციაზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ რესტორნის დამფუძნებელმა, ლილე მაღლაფერიძემ ისაუბრა.
„ჩვენი რესტორნის მენიუ სრულად წარმოდგენილია ქართული სამზარეულოთი, თუმცა პრიორიტეტი იმერული კერძებია. რაც შეეხება გარემოს, „გალაში“ გამოფენილია გალაქტიონის ნამუშევრები, ლექსები, ფრაზები და მეუღლისთვის, ოლია ოკუჯავასთვის მიწერილი წერილები“, – აღნიშნა ლილე მაღლაფერიძემ.