TikTok-მა ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში გადაღებული 3.1 მილიონზე მეტი ვიდეოკონტენტი წაშალა

სოციალურმა პლატფორმა TikTok-მა ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში გადაღებული 3.1 მილიონზე მეტი ვიდეოკონტენტი წაშალა და 140 000 პირდაპირი ჩართვა შეაჩერა. ამის შესახებ ისრაელში აპლიკაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

სპიკერის თქმით, წაშლილ ვიდეოებს შორის „ჰამასის“ მხარდამჭერი, სიძულვილის ენის გამაღვივებელი, ძალადობრივი და დეზინფორმაციული კონტენტი მოხვდა.

მისივე შეფასებით, 3,1 მილიონი ვიდეო 78,3 მილიონამდე ვიდეოკონტენტის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც 7 ოქტომბრიდან 31 მარტამდე პერიოდში საზოგადოებრივი წესების დარღვევის გამო პლატფორმიდან გლობალურად წაიშალა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე