თბილისში, სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მათ მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ.
ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.