ძალიან, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან – ბაიდენი “ჰამასის” მძევლების გათავისუფლებაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, “ჰამასი” მძევლების ნაწილს გაათავისუფლებს, “ძალიან ახლოსაა“, – წერს BBC წერს.
“როგორც ყველამ იცით, კვირების განმავლობაში, ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობდით. ჩვენ ახლა ძალიან, ძალიან ახლოს ვართ [შეთანხმებასთან]. მოცემული მომენტისთვის, საქმე კარგად გამოიყურება“, – ამბობს ბაიდენი.
ამავე თემაზე, კომენტარს აკეთებს ბენიამინ ნეთანიაჰუც – ისრაელის პრემიერის განცხადებით, ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების საკითხზე, ისრაელი პროგრესს აღწევს. “იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი