ზოგიერთ „დაუძინებელ მეგობარს” საკუთარ სახლში თავზე ემხობა საარჩევნო წელიწადი, მაგრამ ურჩი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის წელსაც მაინც იცლიან

„გვიახლოვდება საკრალური 9 აპრილის 35 წლისთავი. ამჟამად ევროსაბჭოთა კავშირი გვაქვს დასამარცხებელი. საკრალურ 40-წლისთავთან დარჩენილ 5 წელიწადში უნდა შევძლოთ და მოვასწროთ ჩვენი „იორდანეს” (ენგურის) გადალახვის მოახლოება. ამას კოლონია ვერ შეძლებს. ამას შეძლებს ღირსეული და თავისუფალი ერი. ჩვენ არაერთ კოლონიზატორს გამოვექეცით – ამასაც დავამარცხებთ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. პოსტში ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს გვერდში დგომის სანაცვლოდ უცხოელმა პარტნიორებმა ქვეყნისგან მოითხოვონ კოლონიალური, ვასალური, მონური მორჩილება.
„ვისაც ეჭვი გეპარებოდათ ირაკლი კობახიძეში, ირაკლი ღარიბაშვილში, შალვა პაპუაშვილში, მამუკა მდინარაძეში, დასქრინეთ, დააარქივეთ მათი თითოეული გამონათქვამი. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ პირადი ღირსება და რეპუტაცია დაუპირისპირეს დამოუკიდებელი საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებს”.
დიახ, ეს ის „მეგობრები” არიან, ვინც გუშინ, დღეს და ხვალაც ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომას გვპირდებიან – ოღონდ ჩვენი კოლონიალური, ვასალური, მონური მდგომარეობის შემთხვევაში. ზოგიერთ ამ „მეგობარს” საკუთარ სახლში თავზე ემხობა საარჩევნო წელიწადი, მაგრამ ურჩი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის წელსაც მაინც იცლიან.
გვიახლოვდება საკრალური 9 აპრილის 35 წლისთავი. ამჟამად ევროსაბჭოთა კავშირი გვაქვს დასამარცხებელი. საკრალურ 40-წლისთავთან დარჩენილ 5 წელიწადში უნდა შევძლოთ და მოვასწროთ ჩვენი „იორდანეს” (ენგურის) გადალახვის მოახლოება. ამას კოლონია ვერ შეძლებს. ამას შეძლებს ღირსეული და თავისუფალი ერი. ჩვენ არაერთ კოლონიზატორს გამოვექეცით – ამასაც დავამარცხებთ,” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა