იტალიაში ღარიბთა რიცხვი ბოლო 10 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში იტალიაში ღარიბთა რაოდენობის ზრდას რეკორდულ დონემდეა. ამას 2023 წლის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს, ISTAT-ის მონაცემები მოწმობს. ამის შესახებ 24-ე არხი Finanza Italia-ზე დაყრდნობით წერს.
სიღარიბის აბსოლუტურმა მაჩვენებელმა, მიაღწია 5,75 მლნ-ს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 9,8%-ს.
ეს აღემატება წინა წელს დაფიქსირებულ 9.7%-ს და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ.
2020 და 2021 წლებში, პანდემიის პიკში, აბსოლუტურ სიღარიბეში მყოფი ადამიანების წილი 9.1% და 9% იყო, როდესაც მთავრობის მხარდაჭერა ნაწილობრივ ანაზღაურებდა რეცესიის ეკონომიკურ გავლენას.