1 თვის სამყოფი ხორბალი არის, მეორე ნაკადი 2 კვირის განმავლობაში ჩამოვა – ლევან სილაგავა

„1 თვის სამყოფი ხორბალი არის, მეორე ნაკადი 2 კვირის განმავლობაში ჩამოვა“, – ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა“, ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, საკმაოდ მაღალი მარაგები გვაქვს, რადგან ხორბალი და ფქვილი სტაბილურად შემოდის.
„ქვეყანაში, ბოლო თვეების განმავლობაში, ხორბლის ფასებთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია. საკმაოდ მაღალი მარაგები გვაქვს, ვინაიდან სტაბილურად შემოდის ხორბალი და ფქვილი. ადგილზე ასევე არის გარკვეული რაოდენობის ქართული ხორბალიც და სტაბილურობაც შენარჩუნებულია. მსოფლიო ბაზარზეც იგივე მდგომარეობაა, მოსავლის რაოდენობა არის ჭარბი, მაგალითად რუსეთში. გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ანალიტიკაც, საიდანაც ვიგებთ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიოს ხორბალს აწვდიან, გარკვეული მარაგები არსებობს და მოსავლიანობის მოლოდინიც აქვთ“, – აცხადებს სილაგავა.
ლევან სილაგავას ინფორმაციით, დაბალი ფასის გამო საქართველოში ხორბლის მთავარი მომწოდებელი კვლავ ა. მისი თქმით, „გვინდა ჩვენ თუ არა, რუსეთი ხორბლის პირველი ექსპორტიორია, ვინაიდან ჰუმანიტარული ტვირთია და მასზე სანქციები არ ვრცელდება“.
სილაგავას თქმით, მარაგების თემა მიბმულია წისქვილების სტაბილურ მუშობასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში 1 თვის სამყოფი ხორბალი არის, მეორე ნაკადი 2 კვირის განმავლობაში ჩამოვა და კიდევ დამატებით ახალი კონტრაქტების დადება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ