სლოვაკეთის პრეზიდენტი პრორუსი პრემიერის მოკავშირე პეტერ პელეგრინი გახდა

სლოვაკეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53,8%-ით გაიმარჯვა პეტერ პელეგრინიმ, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ და პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოკავშირემ. ოპოზიციის კანდიდატმა, ყოფილმა საგარეო მინისტრმა, ივან კორჩოკმა ხმების 46,73% მიიღო.
პელეგრინის გამარჯვება გააძლიერებს ფიცოს ძალაუფლებას, მისთვის და მისი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოსტებზე კონტროლის მიცემით. ამავდროულად, ეს სლოვაკეთს და ევროკავშირს მოაკლებს უკრაინის მომხრე მნიშვნელოვან ხმას.
წინა პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის მეზობელი უკრაინის ურყევი მხარდამჭერი იყო რუსეთთან მის ბრძოლაში. ჩაპუტოვამ მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა