ისრაელმა და “ჰამასმა” შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიონ

ომის 46-ე დღეს ისრაელმა და “ჰამასმა”, შესაძლოა, შეთანხმებას მიაღწიონ. “ცახალი” 7 ოქტომბერს გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს. სანაცვლოდ, რა დათმობებზე მოუწევს წასვლა ისრაელს, ჯერჯერობით უცნობია. კონკრეტიკისგან თავს იკავებს ბენიამინ ნეთანიაჰუც.
ღაზას სექტორში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე, წარმატებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს კატარი.
ისრაელთან შეთანხმების მიღწევაზე საუბარი პირველმა “ჰამასმა” დაიწყო. ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ არ გამორიცხა მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულება, მაგრამ არაფერი უთქვამს პირობებზე. იმედიანად იყო განწყობილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბიც.
მოლაპარაკებების პარალელურად, “ჰამასი” ისრაელს ღაზის ინდონეზიური საავადმყოფოს დაბომბვაში სდებს ბრალს, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრალდებებს “ცახალი” აბსურდულს უწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევიათ – იმის მიუხედავად, რომ კლინიკის ტერიტორიიდან ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნეს.
შეტაკებები “ცახალსა” და ტერორისტულ დაჯგუფას შორის სექტორის სხვადასხვა ზონაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები აქვეყნებს ვიდეომასალას, რომელიც “ჰამასის” მიერ სამკურნალო და რელიგიური ობიექტების ტერორისტული საქმიანობისთვის გამოყენებას ადასტურებს.
ღაზაში უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, სულ უფრო მძიმდება სიტუაცია ისრაელსა და “ჰესბოლას” შორის. “ცახალმა” დაჯგუფების პოზიციებს დაარტყა და განაცხადა, რომ ეს, ისრაელის მისამართით გასროლილი რაკეტებისთვის, მისი პასუხია. ორი ქვეყნის საზღვარზე ორხრივ სროლას ემსხვერპლა ორი ლიბანელი ჟურნალისტი. “ჰესბოლა” იმუქრება, რომ, ამის გამო, მისი ქმედებები უმკაცრესი იქნება. მუქარას მუქარით პასუხობს “ცახალი” და, “არაგონივრული ქმედების” შემთხვევაში, ლიბანს განადგურებით ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს