სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთისადმი კეთილგანწყობილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა, მან ამ თანამდებობაზე ლიბერალი ზუზანა კაპუტოვა ჩაანაცვლა.
48 წლის პელეგრინიმ პროდასავლელი ივან კორჩოკი დაამარცხა და ხმების 53 პროცენტი მიიღო.
ის არის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირე და იზიარებს მის კეთილგანწყობას ს მიმართ.
ამჟამად, ფიცო და მისი მოკავშირეები უკვე აკონტროლებენ ს პარლამენტს, მთავრობას და სულ მალე — პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც.
სლოვაკეთი იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე, ვიდრე ხელისუფლებაში ოქტომბერში ფიცო მოვიდოდა, მას პირობა ჰქონდა დადებული, რომ ს სამხედრო დახმარებას შეუწყვეტდა.
ფიცომ მოუწოდა დასავლეთს, შეწყვიტოს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან.
მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინი “უსამართლოდ იქნა დემონიზებული” და ამტკიცებს, რომ უკრაინის ნატოში მიღება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს ნიშნავს.
მოსკოვისადმი მეგობრულ რიტორიკას ეხმიანებოდა პელეგრინის წინასაარჩევნო კამპანიაც და აცხადებდა, რომ მისი მოწინააღმდეგე კორჩოკი, გამარჯვების შემთხვევაში, სლოვაკ ჯარისკაცებს უკრაინაში გაგზავნიდა საბრძოლველად — იმის მიუხედავად, რომ ამისი კონსტიტუციური ძალაუფლება პრეზიდენტს არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს