გერმანიაში, სიგარეტების ქურდობისთვის ქართველი ახალგაზრდები დააკავეს

გერმანიაში, სიგარეტის ქურდობისთვის 25 და 29 წლის ქართველები დააკავეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველები პოლიციამ ქურდობის ადგილას დააკავა.
ჩხრეკისას კლევეს რაიონის სამართალდამცავებმა სიგარეტის კოლოფები, IQOS და ნაღდი ფული ამოიღეს. გარდა ამისა, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 25 წლის ქართველი მანქანას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა.
ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ