სლოვაკეთის პრეზიდენტი მმართველი კოალიციის წევრი პეტერ პელეგრინი გახდა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პეტერ პელეგრინმა გაიმარჯვა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 48 წლის პელეგრინიმ ხმების 53%-ით დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი პროდასავლელი ივან კორჩოკი, რომელიც ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია.
BBC-ი წერს, პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას ს მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო მანამ, სანამ ფიცოს ხელისუფლებაში მოვიდოდა იმ დაპირებით, რომ სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა. BBC-ი წერს, რომ პელეგრინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მ საბოლოოდ დაკარგა მხარდაჭერის ერთი ხმა ბრიუსელში.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო ს მეორე ტური სლოვაკეთში გუშინ ჩატარდა. 23 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს