გავდივარ ქიმიოთერაპიას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ – ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში, რაც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს ეხება.
როგორც მან განაცხადა, იტარებს ქიმიოთერაპიის კურსს.
“არ ვარ აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს. ჩავერთვები უკვე ფიზიკურადაც ამ ბრძოლაში და ვიქნები ძალიან აქტიური.
მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს [ონკოპაციენტებს], ვინც ამ დაავადებას ებრძვის, ამ ბრძოლაშია, მხნეობა ვუსურვო, ენერგია ვუსურვო, ოჯახისა და მეგობრების თანადგომა, რამაც მე გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის შემდეგ.
ამ ბრძოლასაც მოვიგებ! ქვეყნის ბრძოლასაც მოვიგებთ”- ამბობს ხათუნა სამნიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება. აზრი არ აქვს მის ახლანდელ უსუსურ აქტივობას. ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!

ოპოზიცია თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, უფრო მოკლედ, ამერიკა თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო – ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება

მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, რაც ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია, საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან