ენტონი ბლინკენმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს „შემაშფოთებელი მასშტაბით“ ეხმარება – Financial Times

ენტონი ბლინკენმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს „შემაშფოთებელი მასშტაბით“ ეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Financial Times-ის ცნობით, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის კოლეგებს განუცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდი თანამშრომლობით აშშ შეშფოთებულია.
ოფიციალური პირების განცხადებით, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, რომ ამ მიმართულებით სამი ნაბიჯი გადადგან: ამ საკითხზე ჩინეთს პირდაპირ ესაუბრონ, ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით შეშფოთება საჯაროდ გამოხატონ და იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ს სამხედრო ინდუსტრიას ეხმარებიან შესაბამისი ზომები მიიღონ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, გუანჯოუში, აშშ-სა და ჩინეთს შორის გამართული დისკუსიების შემდეგ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა შეხვედრების დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ კომპანიებმა, განსაკუთრებით ჩინურმა კომპანიებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მატერიალური მხარდაჭერა არ უნდა უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.
ipn.ge